რეზონანსი
22.09.2020

მკვლევარი და მეყველეთა გილდიის თავმჯდომარე – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანა წერს, რომ მის შვილსაც ჰქონდა სუიციდის მცდელობა და მან კარგად იცის, ეს რა განცდაა დედისთვის. ის მოუწოდებს საზოგადოებას, დაინდონ გამწარებული მშობლები და თამუნას ათას სიბინძურეს ნუ აბრალებენ.

"დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ და თითქმის არაფერი გამომიტოვებია თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიაზე.

თავიდანვე დავწერ და არაერთხელ, არაერთი ტელევიზიით მისაუბრია ჩემს პირად ტრაგედიაზე. მე მყავს სუიციდისტი შვილი და ბევრჯერ გამოვძვერით სიკვდილის კლანჭებიდან და ვაი, ამ გამოძრომას.

ეს ჯოჯოხეთია და არავის ვუსურვებ, მტერსაც კი…

ყველა ფაქტის – გაცხადებულის შეჯერებით ჩემთვის თამუნას თვითმკვლელობა დადასტურებულია. ვიცნობ ამ განცდას ზედმიწევნით კარგად.

ამ გოგონამ უარი თქვა თქვენნაირების და ჩემნირების გვერდით თანაცხოვრებაზე.

რა არ დააბრალეთ ბავშვს – პედოფილია, ქურდობა, აგენტობა, შანტაჟი… არ ხართ თქვენ ადამიანები…

და ბოლოს, არ გამოდის ამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ბავშვებისგან გირგვლიანის გამოძერწვა.

დაინდეთ ტრაგედიისგან გამწარებული მშობლები, ავაზაკებო!!!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×