ია აბულაშვილი
22.09.2020

„ქართული ოცნება“ სხვა ვერაფერს მოიგონებდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი კვლავ არის ამ პოლიტიკური ძალის ლოკომოტივი და ყველაზე მიმზიდველი ამ პოლიტიკური ძალის ამომრჩევლისთვის“, - აცხადებს კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი „ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდებთან დაკავშირებით საუბრისას.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, „ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის სურათებია. ამ ფაქტს უკვე გამოეხმურა ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილს ისევ „მაშველ რგოლად“ იყენებს.

„ბილბორდი ერთ-ერთი მედიუმია, რომელიც მუდმივად გახსენებს პერსონას, პარტიას და მის ძალას. ბიძინა ივანიშვილი წლების შემდეგაც „ქართული ოცნების“ ლოკომოტივია, აქვს ფული, ძალაუფლება და კვლავ რჩება სოლიდურ აქტორად ინფორმაციულ კამპანიაში. ეს მიმზიდეველია ამომრჩევლისთვის, რაც გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. „ოცნება“ სხვას ვერაფერს მოიგონებდა.

„ვინც „ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმა, ალბათ ისიც გაითვალისწინა, რომ ოპოზიციაში, სადაც მიდის ლიდერობაზე ბრძოლა, ერთი პოლიტიკური ფიგურაც არ ჩანს, რომელიც საპირწონე გახდებოდა ბიძინა ივანიშვილის. მიშა სააკაშვილი კი არის ისევ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე რეიტინგული ფიგურა, მაგრამ რაც არ უნდა გაერთიანდეს ბიძინას წინააღმდეგ მთელი ოპოზიცია, არც ერთი პარტია მიშა სააკაშვილს გაერთანებული ოპოზიციის ლიდერად არ აღიარებს. თანაც სააკაშივილს აღარც პარტია აქვს და არც ძალაუფლება, ამიტომაც ვერ მოხერხდება მისი ბილბორდებზე გამოჩენა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლელა ფირალიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×