ქრისტინე კაპანაძე
24.09.2020

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ", მაჟორიტარობის კანდიდატები სწორად ვერ შეარჩა. როგორც ის ამბობს, „ნაციონალებს" არ აინტერესებთ მოიგებენ, თუ წააგებენ არჩევნებში, რადგან საქართველოს სხვადასხვა ოლქებში, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს მოგების დაბალი შანსი აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული კანდიდატები მისაღებია მხოლოდ პარტიის ფანატიკური მხარდამჭერებისათვის. როგორც ჩანს, მათ სხვა ამომრჩეველი არ აინტერესებთ, რადგან წამგებიანი კანდიდატები დაასახელეს", - ამბობს საყვარელიძე.

მისი შეფასებით, სამტერია, წყალტუბო, ვანი და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად „ნაცმოძრაობის" მიერ გენერალ დევი ჭანკოტაძის ნაცვლად ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის დასახელებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.

რამაზ საყვარელიძემ, ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი ოპონენტის „ქართული ოცნების" -დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძესთან გამარჯვების შანსებზეც ისაუბრა. ცნობისათვის, ამ ოლქში მმართველი პარტიის მხრიდან იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის კენჭს.

„შეიძლება ჰქონდათ შიდა უთანხმოება და ჭანკოტაძე თავად იყო წინააღმდეგი, ან შეიძლება ჟორჟოლიანს თავად სურდა და გაუწიეს ანგარიში. შეიძლება პარტია რეკომენდაციებს ითვალისწინებს და ირჩევს ქალებს გენდერული ბალანსი რომ არ დაარღვიოს. ფაქტი ერთია - „ნაციონალებისთვის" არ აქვს მნიშვნელობა მათი კანდიდატი ავტორიტეტული იქნება, თუ უავტორიტეტო.

„ვფიქრობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს გამარჯვების შანსი არ აქვს, რადგან გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი როლს კანდიდატის ბიოგრაფია და პოლიტიკური წარსული ასრულებს. ჟორჟოლიანის ერთადერთი ბიოგრაფია კი არის „ნაციონალების" მხარდაჭერა და მათთან მჭიდრო კავშირია. შესამაბისად, ის გახლავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული ადამიანი, ეს კი არ მგონია იყოს მისი მოგების გარანტია", - ამბობს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×