ია აბულაშვილი
24.09.2020

„ჭკვიანი და აქტიური ქალების მეტი რა არის, მითუმეტეს „ოცნებაში“. მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ პარტიულ სიაში ქალები უმროვლესობით შეიყვანოს. „ოცნების“ ახალ სიაში ბევრი ახალი სახე იქნება, რომელებიც დღეს შეიძლება პოლიტიკისთვის უცნობი არიან, მაგრამ საზოგადოებისთვის არიან ცნობადი სახეები“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე „ოცნების“ პარტიულ სიასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას.

„რეზონანსის“ ინფორმაციით, „ოცნება“ უახლოეს დღეები დაასრულებს პარტიული სიის დაკომპლექტებას და ამ სიაში ყოველი მეხუთე ქალი იქნება.

„წინა პარლამენტში ქალები არ იყვნენ სოლიდურად წარმოდეგნილი, სულ დარჩენილი ვართ 5-6 ქალი. აქედან რამდენიმემ პირადად თქვა, რომ მომავალ პარლამენტში არ იქნებიან. პარტიული სიის შედეგენაში ჩართული არ ვარ, ამ გადაწყვტილებას იღებს პოლიტსაბჭო. რამდენადაც ვიცი, აქტიურად მიდის შერჩევა. 

„პირადად ჩემთან იყო საუბარი სამომავალო ხედვებთან დაკავშირებით. ასე რომ, ისინიც ფიქრობენ და მეც ვფიქრობ.

„რაც შეეხება რესურსს, ჭკვიანი და აქტიურ ქალების მეტი რა არის, მითუმეტეს „ოცნებაში“. თავად პარტიაში ძალიან ბევრი ქალი მუშაობს და არ არის გამორიცხული შერჩევა აქედანაც მოხდეს. ვფიქრობ, რომ „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვდებიან ის ქალები, რომლებიც შეიძლება დღეს პოლიტიკისთვის უცნობი არიან, მაგრამ საზოგადოებისთვის არიან ცნობადი სახეები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გუგული მაღრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×