ია აბულაშვილი
24.09.2020

„პატარა ვაშაძე გახარიას იწვეს დებატებში, ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია, რომ საარჩევნო პიარ-კამპანია აქვთ და ოპოზიციური პარტიები დღეს საარჩევნო „ამაოების ბაზარზე“ არიან“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ლელოა“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ნებსიმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში დებატებში იწვევს. მისი თქმით, ქვეყანა რთულ ეკონომიკურ სიტუაციაშია, მთავრობამ კი არ იცის რა ქნას და ამიტომ იმალება.

„მივმართავ „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენს კონტროლირებადში, გამოდით დებატებში. კრიზისიდან გამოსვლის ჩვენი პროგრამა უკვე ნახა საზოგადოებამ. თქვენ როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას?“ - ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს.

„ეს მოძრაობა შეიქმნა ორი კაცის იმუნიტეტისთვის, თავის გადასარჩენად. არ მინდა სიღრმეებში შევიდე, ამას სასამართლო დაადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ზეამოცანა არის როგორმე გამოძვრნენ. შექმნეს ეს მოძრაობა, რათა გადავიდნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ყველაფერი სხვისგან გადმოწერილი აქავთ - იდეაც და პროგრამაც.

„რაც შეეხება დებატებს, პატარა ვაშაძე გახარიას იწვევს დებატებში, „ლელო“ - ბიძინა ივანიშვილს. გასაგებია, რომ საარჩევნო პიარ-კამპანია აქვთ. ოპოზიციური პარტიები საარჩევნო „ამაოების ბაზარზე“ არიან და ცდილობენ თავის თავი სარფიანად გაყიდონ. ბიძინა ივანიშვილი რომ გამოიწვიო დებატებში, რაღაც წონადობა ხომ უნდა გქონდეს? ერთი-ორი სკოლა ხომ მაინც უნდა გქონდეს აშენებული, ერთი თეატრი და ერთ კლუბი? მაგრამ ცდილობენ რაღაც დამატებითი იმპულსი შემატონ საარჩევნო კამპანიას, თორემ თვითონაც არ სჯერათ, რომ ასეთი დებატები გაიმართება. ამიტომაც ამბობენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×