ია აბულაშვილი
24.09.2020

„მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, ეს გამორიცხულია, მაგრამ თავის ამომრჩეველთან ქულებს იწერს“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს ბიძინა ივანიშვილს უტოვებს.

„რა თქმა უნდა, დებატებს წინასაარჩევნოდ იყენებენ პარტიები, უწყინარი ფორმაა, მაგრამ ხშირად ვერ საზღვრავენ სტატუსს. მამუკა ხაზარაძე კენჭს იყრის, ივანიშვილი კი - არა. მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის ისიც, რომ ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, გამორიცხულია. ივანიშვილი უარს თუ იტყვის, ისიც ქულებს იწერს - მას შეუძლია, თქვას, კენჭს არ ვიყრი და რატომ მიწვევთ დებატებშიო.

„ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომ რაიმე შემატონ საარჩევნო კამპანიას. კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუ მათ შორის შეთანხმება შედგებოდა და გაიმართებოდა დებატები, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ამ დონემდე არ მისულა,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×