მარიკა ხორავა
25.09.2020

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი შეიარაღებული კონფლქტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც, მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდა. შეტაკებებმა მსხვერპლი გამოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სომხეთი მორიგი აგრესიისთვის ემზადება. რა გავლენას მოახდენს საქართველოზე აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტი - ამის შესახებ „რეზონანსთან" საერთაშორისო ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ საქართველო დაზარალდება, ძალიან პატარა კონფლიქტიც კი იმოქმედებს, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაუარესებაზე.

მისივე თქით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია მართვადია, თუმცა, მართვის სადავეები მოსკოვის ხელშია

„დარწმუნებული ვარ, როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთიც დაინტერესებულია მშვიდობიანი და კეთილი მეზობლობით. თუმცა, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთია, დაინტერესებული, რომ ეს მშვიდობა არ შედგეს.

"ამიტომ, კონფლიქტი, რომელიც ამ ორ სახელმწიფოს შორის არის, მართვადია. მართვის სადაავეები მოსკოვის, რომელიც იყენებს სხვადსხვა ფიგურებს, მექანიზმებსა და სხვადასხვა პროვოკაციებს, რომ მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არ შედგეს.

"ზოგადად სამხრეთ კავკასია არ შეიქმნას, როგორც თანამშრომლობის ერთიანი რეგიონი. საფრთხე არსებობს, რომ კვლავ მოხდეს მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება, მაგრამ არა მგონია ფართომასშტაბიანი ომი იქნას. შესაძლოა, ისეთი დაპირისპირება იყოს, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე თვის წინ", - განაცხადა ხმალაძემ.

ხმჯალაძის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანისა დეა სომხეთის ომში არ ჩაებმევა.

„რუსეთი პროვოკაციებს კვლავა მოაწყობს. შესაძლოა ეს საფრთხე საქართველოსთვისაც იყოს. დაპირისპირება ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს შორის ხდება, ჩვენს საზღვართან და ყველფერი გასათვალისწინებელია. საქართველო დაზარალდება, ძალიან პატარა კონფლიქტიც კი მოქმედებს, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გაუარესებაზე.

საბოლოო ჯამში საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ზიანდება. გასათვალისწინებელია, ძირითადი სტრატეგიული ინტერესები, რომელიც გულისხმობს რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას. ომი თუ იქნა, საქართველო არანაირად ჩაერთვება. ბუნებრივია არცერთის მხარეს არ იბრძოლებს, როდესაც საზღვართან დაძაბულობაა, ცხადია, ეს პრობლემაა", - განაცხადა „რეზონანსთან" ფხალაძემ.

ცნობისათვის, აზერბაიჯანის სამინისტროს ავრცელებს განცხადებას, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან მორიგი აგრესიისათვის ემზადება. მათივე განცხადებით, სომხეთმა, ფაშინიანის მმართველობის პირობებში მიიღო სამხედრო დოქტრინა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რაც ითვალისწინებს კონცეფციას „ახალი ომი ახალი ტერიტორიებისთვის".

„სომხეთის მიერ განხორციელებულმა პროვოკაციების ჯაჭვმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, როგორც სიტყვებით, ისე საქმით, ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების პროცესს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების მიზნით და გამოიწვია დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა რეგიონში.

მეომრული განცხადებები, სამხედრო და სხვა სახის პროვოკაციები, რომლებსაც თან ახლავს აგრესიული სამხედრო პოზიცია, აჩვენებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის ემზადება.

სომხეთის მხრიდან ახალი სამხედრო შეტევისთვის მზადებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომ სომხეთი გონივრულობის ფარგლებში დააბრუნონ და მოუწოდონ ამ ქვეყანას თავი შეიკავოს მორიგი აგრესიისგან", - აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

რაც შეეხება, აზებაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ უკიდერუსედ შეშფოთებულია სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ფაქტების გახშირებით - ფხალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს გარკვეული პრობლემები და სართაშორისო მეგობრობის დახმარება სჭირდება.

„როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, სახელმწიფოს მეთაურები განცხადებებს აკეთებენ. აზერბაიჯანის ეს განცხადება კიდევ ერთი გზავნილია, რომელზეც ყურადღება საერთაშორისო მეგობრობას უნდა გაემახვილებინა.

ცოტა ხნის წინ საუბარი იყო ბალკანეთიდან სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაზე. ზოგიერთები ამაში, საქართველოსაც ადანაშაულებენ, მაგრამ სრული აბსურდია. აზერბაიჯანს გარკვეული პრობლემა აქვს და სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება. ახალა არის პერიოდი, როდესაც ყველა სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყროს, საკუთარი პრობლემების მხრივ", - განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75 სხდომის დებატები დროს აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას მოუწოდებს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ.

„სახელმწიფო საზღვარზე აქტიური სამხედრო შეტაკებები 16 ივლისს შეწყდა, მეორე დღეს,17 ივლისიდან სექტემბრამდე, სომხეთისთვის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით ათასი ტონა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მომსწრეები გავხდით,"- აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან.

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ შეუძლია მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინოს, ვვარაუდობთ, რომ მას იარაღს უფასოდ აწვდიან.

აგრესორის იარაღით მომარაგება, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, მნიშვნელოვნად არღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ოკუპანტი სახელმწიფოს ახალი სამხედრო პროვოკაციების წამოწყებას. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ სომხეთისთვის იარაღის მოწოდებისგან ", - განაცხადა ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×