
ბათუმის ბულვარის იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, თამარ თავართქილაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილ მამაკაცზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"მძიმე დღე იყო, ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ახლა უკეთ ვარ. მადლობა ამდენი სითბოსთვის და გამხნევებისთვის. ძნელია ჩემთვის ის ადამიანი, ვინც ამ საშინელი ვირუსის არსებობას ცინიზმით და რაღაც ქილიკით უდგება!
დღეს ჩემი ყურებით მესმოდა განწირული ადამიანების ტირილი, არა ბღავილი – ოჯახის წევრის გარდაცვალების ამბავი რომ გააგებინეს. მერე რაა, რომ ასაკიანის, ისიც ვიღაცის მამაა, ბაბუაა, უსაყვარლესი ადამიანია და აღარაა, ვირუსი მოერია, ვერ დაამარცხა! ვტიროდი მთელი გულით, არ ვიცი, ვის…
ექიმებს გავუფრთხილდეთ, ადამიანები არიან, რობოტები არა! მეც გამიჩნდა პრეტენზიები, მაგრამ ყველასთან ყოველ წუთს ვერ მივლენ, ჩემნაირი ბევრზე ბევრია, სამწუხაროდ! და კიდევ უფრო მძიმე!
ჩვენი ჯანდაცვა კი არა აშშ-ს ჯანდაცვა ვერ უძლებს ზედმეტ პაციენტს, რთულ პაციენტს!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე