ქრისტინე კაპანაძე
26.09.2020

იმერეთში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო, ერთი დღე ღამის განვალობაში დაინფიცირებულთა რიცხი ნახტომისებურად გაიზარდა. შაბათს რეგიონში 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ მაჩვენებლით იმერეთმა პირველად გაუსწრო თბილისს, სადაც 41 ახალი შემთხვევაა.

ბოლო დღეები სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარასა და თბილისში ფიქსირდებოდა, იმერეთი კი მესამე ადგილზე იყო.. 24 სექტემბერს იმერეთში ინიფიცრების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 25 სექტემბერს - 27 და 28 სექტემბერს კი - ერთბაშად 55.

რამ გამოიწვია იმერეთში ასეთი ნხატომისებური ზრდა? ინფექციონისტი მარინა ენდელაძე „რეზონანასთან" საუბრისას ამბობს, რომ იმერეთში ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო, ხოლო ყოვედღიური მაღალი მაჩვენებელი ტესტირების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

„სავარაუდოდ, ვირუსის მაღალი მაჩვენებელი ტესტებს უკავშირდება, დაიტესტა ბევრი და რიცხვიც ბევრი გამოვიდა. რა გითხრათ, იმერეთშიც დაიწყო შიდა გავრცელება, ჩვენ ყველამ ვიცით როგორ სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი. აქედან გამომდინარე იქაც ლოკალური შეზღუდვები იქნება, როგორც ბათუმში. თუმცა, აქ არ იქნება მასიური შეზღუდვები, მხოლოდ წერტილოვანი, შესაბამისი რაიონებისა და სოფლების მიხედვით. ამას ზუსტად გავარკვევთ უახლოეს პერიოდში," - ამბობს ენდელაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის საგრძნობლად გაზრდისა, იმერეთის ჩაკეტვა არ იგეგმება.

„არ არის ახლა ის ვითარება, რომ იმერეთი ჩავკეტოთ. თუმცა, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები ვირუსთან საბრძოლველად, რასაც გადაწყვეტს ხელისუფლება და ჩემზე კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად უმკლავდებიან ვითარებას", - ამბობს მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×