ტატა შოშიაშვილი
26.09.2020

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით აფხაზეთში სიტუცია სწრაფად უარესდება. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 30 სექტემბრის ტრადიციული „გამარჯვების აღლუმი" წელს აღარ გაიმართება. დე ფაქტო ხელისუფლებაში კი დაბნეულობა შეიმჩნევა - სხვადასხვა დე ფაქტო უწყებები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და ზოგ შემთხვევაში კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულერთმანეთის გადაწყვეტილებებს აუქმებენ.

ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აფხაზეთში აგვისტოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1-ლ აგვისტოს რუსეთთან საზღვარი გაიხსნა.

25 სექტემბრის მდგომარეობით,აფხაზეთში კორონავირუსისსულ 1177 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 285 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა. პარასკევს კი ახალი ნტირეკორდი დამყარდა - 68 ახალიშემთხვევა ერთ დღეში.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკაში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მომატების გამო 16 ოქტომბრამდე სკოლები უნდა დაიკეტოს.აფხაზურმა მედიამ სკორიკის რეკომენდაცია უკვე დადასტურებულ ფაქტად მიიჩნია, თუმცა ე.წ. განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა უარყო აღნიშნული განცხადება და დასძინა, რომ სასწავლო დაწესებულებების დახურვა ჯერჯერობით არ იგეგმება.

„არც მინისტრთა კაბინეტის და არც კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მიერ არ ყოფილა განხილული და მიღებული გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ", - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სკორისკის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებები სწავლის დაწყებისთვის საერთოდ არ იყო მომზადებული, რაც საფრთხეში აგდებს როგორც მასწავლებლებსა და პერსონალს, ასევე თავად მოსწავლეებს.

„პედაგოგიური კოლექტივი არ იყო მომზადებული და დააიგნორეს მოთხოვნები, რომელიც სახელმწიფო სანიტარულმა სამსახურმა გაწერა. მათი შესრულება ზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო", - თქვა ლუდმილა სკორიკმა.

24 სექტემბერს აფხაზეთის „პარლამენტის" „დეპუტატებმა" ე.წ. პრეზიდენტს მიმართეს ოფიციალური თხოვნით, რომ „დამოუკიდებლობის" 27-ე წლისთავის აღნიშვნისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გაეუქმებინა, მათ შორის სამხედრო აღლუმი, რომელიც ტრადიციულად 30 სექტებერს ტარდება ხოლმე.

საბოლოოდ, დე ფაქტო ხელისუფლება „დამოუკიდებლობის დღის" აღნიშვნის ფორმატი შეცვალა - გადაწყდა, რომ 30 სექტემბერს არ გაიმართება არც სამხედრო აღლუმი, არც სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა და არც აქცია „უკვდავი პოლკი".

ამ გადაწყვეტილების მიზეზი მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრისა და შესაბამისად, კორონავირუსის ეპიდემიის კიდევ ეუფრო გავრცელების თავიდან აცილებაა. თუმცა, ამის მიუხედავად, 30 სექტემბერს აფხაზეთში მაინც გაიმართება რამდენიმე „საზეიმო ღონისძიება" - ომში დაღუპულთა მემორიალის ყვავილებით შემკობა, ასევე ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტების - სლადისლავ არძიმბასა და სერგეი ბაღაფშის საფლავების ყვავილებით შემკობა და ბოლოს, მასშტაბური სახალხო ზეიმი და კონცერტი სოხუმის სანაპიროზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×