
დღეიდან, 26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა , რაც რეგულაციების გამკაცრებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, ბათუმი-თბილისის მატარებელში, სადაც მგზავრებს 6 საათი უწევთ ყოფნა, დისტანცია დაცული არაა. როგორც ერთ-ერთი მგზავრი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მგზავრები მხოლოდ ერთ ვაგონში არიან თავმოყრილნი , მაშინ როცა სხვა ვაგონები ცარიელია:
„გამცილებელს ვთხოვე, გადაგვანაწილეთ სხვადასხვა ვაგონში, რომ დისტანცია დავიცვათ-მეთქი. ამაზე უარი მითხრა და მიპასუხა რომ, თუ თქვენი ადგილი არ მოგწონთ, ბილეთი დააბრუნეთ და სხვა ვაგონში შეიძინეთო. მგზავრების 99% ზის პირველ ვაგონში, ერთმანეთის გვერდიგვერდ და პირისპირ. არანაირი დისტანცია არ არის დაცული. დანარჩენი ვაგონები ცარიელია. ასე უნდა ვიმგზავროთ 6 საათი. ნამდვილად არ ველოდი ამას, ახლა ვერც ბილეთს გადავცვლი და ვერფერს ვიღონებ. მოვდივართ ქალაქიდან სადაც ეპიდაფეთქებაა“
- ამბობს მგზავრი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ ირღვევა წესები ერთ-ერთი ყველალზე საშიში რეგიონიდან მომავალ მატარებელში. ამ შეკითხვით მათ საქართველოს რკინიგზას მიმართეს:
„სავალდებულოა მგზავრობისას ყველას ეკეთოს პირბადე, მატარებელში ასვლამდე უნდა ჩაიტარონ თერმოსკრინინგი, შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, მატარებელში დამონტაჟებულია სადეზინფექციო ხსნარი, რითაც პერიოდულად უნდა დაიმუშავონ ხელები",
- ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.