ია აბულაშვილი
27.09.2020

„ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა არასდროს აინტერესებდა, ახლა, როდესაც დილემის წინაშე დადგა, ანუ პოლიტიკა მისთვის წარუმეტაბელი აღმოჩნდა, რაღა თვითონ ხარჯოს ფული?! ცდილობს ისეთი ადამიანები ჰყავდეს გვერდში, რომლებიც თავის თავს დააფინანსებენ და მის ჭერქვეშაც იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს და მათ დაინტერესებას ბიზნესმენებით, მათ წინასაარჩევნო კამპინიიის ჩატარება ძალიან ძვირი უჯდებათ“, - ასე ხსნის პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ბიზნესმენთა ჩართულობას აქტიურად საარჩევნო კამაპინიაში.

არჩევნებამდე თითქმის ერთი თვე რჩება და როგოოგრც წინასაარჩევნო კამპანიამ აჩვენა, 2020 წლის არჩევნებში ბიზნესმენთა უმეტესაბა ჩაერთო. რაც გარკვეულწილად იმაზე მიანიშნებს, რომ მომავალ პარლამენტში უმეტესობა ბიზენემენები იქნებიან, არჩილ გამზარდიას თქმით, ეს სასურველი არ არის, რადგან ბიზნესმენები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს დააყენებენ.

„ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან საინტერეოს გახდა პოლიტიკისთვის და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბიზნესექტორის წარმომადგენელები თავიანთ რეგიონებში გავლენიანი ხალხია და ფულსაც ხარჯავენ, პოლიტიკრ პარტიებს კი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ძვირი უჯდებათ.

„ბიზნესმენებს კი ურჩევნიათ, რომ პოლიტიკისთვის დრო არ დაკარგონ და არ გახდნენ პარლამენტში დეკორატიული ფიგურები, მაგრამ თავდაცვისუნაიიანობის გაზრდის მიზნიც მიდიან ამ ნაბიჯზე. 

„ძირითადად ბიზნემენები თანამშრომლობდნენ სახელისუფლებო გუნდთან, რათა მათი ბიზნესი დაცული ყოფილიყო, თუმცა, ახლა არც ოპოზიციურ პარტიებთან ერიდებიან თანამშრომლობას, რადგან დევნის შემთხვევაში მათ მეტი ცნობადობა სჭირდებათ და თანაც, მათი ფული, რომელსაც ხარჯავდნენ, ტყუილად არ განიავდება.

„ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა არასდროს აინტერესებდა, მას სხვა ინტერესები ჰქონდა, არც პოლიტიკოსების ენა ესმოდა და  მისთვის ბიზნესმენებთან კომუნიკაცია უფრო ადვილი იყო. ახლა, როდესაც დილემის წინაშე დადგა და პოლიტიკა მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ურჩევნია, რაღა თითონ ხარჯოს ფული, ისეთი ადამიანები ჩართოს პოლიტიკაში, რომლებიც თავის თავსაც დააფინანსებენ, ფინანსურად სათრევები არ იქნებიან და მის ჭერქვეშაც იქნებიან“, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×