
„არ დავმალავ, მაქვს კონსულტაციები „ნაციონალური მოძრაობასთან“ და ორ-სამ დღეში გაირკვევა ვიქნები თუ არა სიაში. მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ვიცი, რომ ვაპირებ ბრძოლას წინა ხაზზე ამ ხელისუფლების დასამარცხებლად“, - ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის „გაერთიანებული ოპოზიცის“ პროპორციული სიის ათეულში იქნება.
„წინასაარჩევნოდ სტაბილურად მძიმე სიტუაციაა. ეს არის კატასტროფა და ამის მიზეზი არის ხელისუფლება. როგორ იქნება ჩემი საქმე, არ ვიცი. არ დავმალავ, რომ მაქვს კონსულტაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ორ-სამ დღეში გაირკვევა ვიქნები თუ არა სიაში, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ვიცი, რომ ვაპირებ ბრძოლას წინა ხაზზე ამ ხელისუფლების დასამარცხებლად.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნემდე, მე ძალიან მაშფოთებს ის ვითარება, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიქმნა. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მთელს რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე და ასევე არჩევნებზე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გუბაზ სანიკიძემ.