რეზონანსი
27.09.2020

12 წლის გოგონა რუსმა სამხედროებმა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ ცოცხლად გაატყავეს, ხორცზე კი წარწერა გაუკეთეს: იყიდება ქართული ძაღლი კუპონად…

ჩვენ დავანახებთ მსოფლიოს, რა მოხდა აფხაზეთის სოფელ ახალდაბაში 1993 წლის სექტემბერში!…

(ფაქტი რეალური და დადასტურებულია აღნიშნულ სოფელში)

აფხაზეთის ომი:

„ჩემი შვილი თითქოს ავმა წინათგრძნობამ შეიპყრო, მითხრა, - დედა, ტანში ისეთ სიცივეს ვგრძნობ, გული მეუბნება, აქედან ვერ გავაღწევო. ეს სიკვდილამდე 5 წუთით ადრე იყო... - ვიღაც ჟღალწვერიანმა ნუკრის ცხვირ-პირში მუშტი ჩასცხო. ფეხებში ჩავუვარდი აფხაზს, ვუთხარი, - ძმაო, ეს ჩემი შვილია, არ მომიკლა-მეთქი, ამ დროს კი ტყვია გავარდა... ნუკრი ჩაიკეცა, იმ მხეცმა 9 ტყვია კიდევ დაახალა. 40-მდე არაქართველი უყურებდა ყველაფერს, ყველა სამარისებურად დუმდა. თითოეულს მივაშტერე მზერა... რუსი ჟურნალისტი ისევ კამერით იღებდა ყველაფერს. გადმოვაბრუნე ჩემი შვილის სხეული, მომეჩვენა, რომ ისევ ცოცხალი იყო, ჩავკიოდი, - დედა, ისუნთქე! ნუკრი, ისუნთქე!

მის ტუჩებს ტუჩები შევახე, ვიგრძენი, უკანასკნელად როგორ ამოისუნთქა... თავის ქალა ჰქონდა ახდილი და რომ გადმოვაბრუნე, ცხვირის ხრტილები დაუცვივდა. აღარ მახსოვს, საიდან მოვიგლიჯე მარლის ნაჭერი, ხრტილები ავკრიფე და სასწრაფოდ გავახვიე... მერე ჩემი შვილის მკვლელს შევევედრე, - „სტრელიაი ვ მენია ტოჟე, ბრატ, სტრელიაი!“ ჩემი შვილის მკვლელს „ბრატ“ დავუძახე. მანაც დამიმიზნა ავტომატი და წამიერად ჩამიქროლა ტყვიამ წუილით.

„არა, არ მოგკლავ, ბოლო წუთამდე სული ამ ტანჯვით უნდა ამოგხდეს!“ - მკვლელი ამ სიტყვებით მომიახლოვდა, ჩემი შვილის თავის ქალაზე თავი დამადებინა, „ბატინკიანი“ ფეხი დამაჭირა და პირი გამაღებინა, ცხედრის თავიდან ავტომატის „შტიკ-ნოჟით“ თვალი ამოიღო და პირში ჩამიდო, - გადაყლაპეო! მერე აღარაფერი მახსოვს..“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×