
27 სექტემბერს დილით აზერბაიჯანსა და სომხეთშ შორის მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ამან შეიძლება საქართველოს სერიოზული პრობლემები შეუქმნას, განსაკუთრებით კი სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ჯავახეთსა და აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც მოხდეს გარკვეული კონფლიქტი და შეტაკება საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, არეშიძე გვპასუხობს:
„შესაძლებელია. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ომს მასშტაბი მიეცემა და დიდხანს გაგრძელდება. თუ იქნება ლოკალური კონფლიქტი, მაშინ არ მგონია მნშვნელოვანი რაღაც მოხდეს", - განაცადა არეშიძემ.
მისივე თქმით, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული გაგრძელდა, ის საქართველოსთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება.
„დღეს ისტერიული სურათია, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდება. თუმცა, თუ გაგრძელდა, ამას ძალიან მძიმე შედეგები ექნება საქართველოსთვის ჰუმანიტარული და ეკონოიკური თვალსაზრისი. ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, შესაძლოა საქართველო ჩაებას - თუ რუსეთმა მოინდომა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება იმ მოტივით, რომ სომხეთს დაეხმაროს", - განაცხადა არეშიძემ.