რეზონანსი
27.09.2020

ზუს­ტად 27 წლის წინ, 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მი და­ე­ცა.

ეს არის ბელა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ის­ტო­რი­ა,რომელსაც Ambebi.ge გიამბობთ. ეს ისტორია ომში გმი­რუ­ლად და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხე­ბის­გან თა­ვი­სი ტრა­გი­კუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მან ერთ დღეს და­კარ­გა ოჯა­ხის ოთხი წევ­რი - ტყუ­პი ძმე­ბი, 28 წლის ვა­სი­კო და ნუკ­რი წიკ­ლა­უ­რე­ბი და შვი­ლე­ბი - 23 და 24 წლის თე­მურ და ზუ­რაბ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლე­ბი.

ოთხი­ვე მათ­გა­ნი იყო­ფე­ბო­და იმ თვითმფრი­ნავ­ში, რო­მე­ლიც 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გა­მო­საყ­ვან ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფარ­გლებ­ში, სო­ხუმ­ში გაფ­რინ­და. თვითმფრი­ნა­ვი ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში დაჯ­დო­მი­სას აა­ფეთ­ქეს.

ძმე­ბი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლე­ბი და ძმე­ბი წიკ­ლა­უ­რე­ბი 21 წელი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ. 2014 წლის 6 დე­კემ­ბერს დნმ-პრო­ფი­ლე­ბი­სა და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 4 ნეშ­ტი ოჯახს გა­დას­ცეს.

"9 აპ­რი­ლი და­ემ­თხვა მათ ჯარ­ში ყოფ­ნას. მა­შინ ამ ის­ტო­რი­ას ბი­ჭე­ბი რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბავს, ისე ყვე­ბოდ­ნენ. მეც ასე აღ­ვიქ­ვამ­დი. ახლა რომ ვუკ­ვირ­დე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ იყო მათი საქ­ცი­ე­ლი. მათ ად­გილ­ზე ბევ­რი ვერ გა­ბე­დავ­და ასე მოქ­ცე­ვას. ზურა მო­მიყ­ვა, 10 აპ­რილს დი­ლის 5 სა­ათ­ზე ჩვენს ნა­წილ­ში გან­გა­ში ატყდა და რიგი მო­ა­წყვე­სო. ჯა­რის მე­თა­ურ­მა და­ი­ძა­ხა, ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლე­ბი ერთი ნა­ბი­ჯით წინ გა­მო­დი­თო. მარ­ტო ჩემი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი იმ ნა­წილ­ში. მე­თა­ურს ჩემი ბი­ჭე­ბის­თვის უთ­ქვამს, თქვენ­მა მხეც­მა ქარ­თვე­ლებ­მა ჩვე­ნი რუსი ძმე­ბი ჩა­ხო­ცეს. თქვე უმა­დუ­რე­ბო და და­უ­ნა­ხა­ვე­ბო, ჩვენ გაჭ­მევ­დით და გას­მევ­დით და ეს რო­გორ გა­ა­კე­თე­თო. ზუ­რი­კოს უთ­მე­ნია, უთ­მე­ნია და ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ მო­უთ­მე­ნია... გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, ამო­უ­ღია კომ­კავ­ში­რის მან­და­ტი, იქვე და­უ­ხე­ვია და სახ­ხე­ში მი­უყ­რია უფ­რო­სის­თვის - თქვე­ნი სარ­ჩე­ნი ჩვენ რა გვჭირ­და, თქვე ღო­რე­ბო, ჩვენ გი­ნა­ხავთ დღე­სა­ცო, უთ­ქვამს. რას უზამ­დნენ, წა­იყ­ვა­ნეს და ჩას­ვეს "გა­უ­ბახ­ტში". და­მი­რე­კა ჩემ­მა მე­ო­რე ბიჭ­მა, ჩა­მო­დით, მი­ხე­დეთ საქ­მე­სო. საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი ხალ­ხი მყავ­და ამ სის­ტე­მა­ში. გა­დავფრინ­დი მა­შინ­ვე, ჩავ­რიე ხალ­ხი და საქ­მე მოგ­ვარ­და. გა­მო­უშ­ვეს ზუ­რი­კო "გა­უ­ბახ­ტი­დან", ის ჯა­რის მე­თა­უ­რი კი მოხ­სნეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. თან მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი გა­ზე­თე­ბი, სა­დაც ცხრა აპ­რი­ლის შე­სა­ხებ ეწე­რა. რომ ვა­ნა­ხე ჩემს შვი­ლებს, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, რო­გორ დაგ­ვი­ჩე­ხეს ახალ­გაზ­რდე­ბი. გა­ოგ­დნენ.... იტი­რეს...", - იხ­სე­ნებს ბელა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი.

ჯა­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ძმებ­მა მუ­შა­ო­ბა უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­ი­წყეს. მა­თათნ ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ ვა­სი­კო და ნუკ­რი წიკ­ლა­უ­რე­ბიც.

"მა­შინ ავთო იო­სე­ლი­ა­ნი მუ­შა­ობ­და სა­პა­სუ­ხიმ­გებ­ლო პო­ზი­ცი­ა­ზე უშიშ­რო­ე­ბა­ში. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ჩემი ძმე­ბი. ვაჟ­კა­ცი, რაგ­ბის­ტი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ და სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა. შემ­დეგ ჩემი ბი­ჭე­ბი გა­იც­ნო და მა­თაც და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. ოთხი­ვე ერ­თად იზ­რდე­ბოდ­ნენ, რო­გორც ძმე­ბი, სულ ერ­თად იყ­ვნენ და ერ­თა­დაც და­ი­ხოც­ნენ. ჩემი ძმე­ბი რომ გაჩ­ნდნენ, მე 16 წლის ვი­ყა­ვი. შვი­ლე­ბი­ვით გა­მოვ­ზარ­დე. 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც ბო­ლო­ჯერ გაფ­რინ­დნენ სო­ხუმ­ში. მე არა­ფე­რი ვი­ცო­დი. არ მი­თხრეს, რად­გან მა­ნამ­დე კი­დევ ერთი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს და შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს ტრა­გე­დია ისე მოხ­და, ისე გა­და­უხ­დი­ათ ორ­მო­ცი უბან­ში ბი­ჭებს ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. ჩემ­მა რძლებ­მაც იცოდ­ნენ და არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. რო­გო­რი სათ­ქმე­ლი იყო... მაგ­რამ რო­დემ­დე და­მი­მა­ლავ­დნენ. იმ სა­ში­ნელ დღეს მთე­ლი უბა­ნი შე­იკ­რი­ბა, რომ ჩემ­თვის ეს ამ­ბა­ვი ეთ­ქვათ. ორი უც­ნო­ბი კაცი მო­მი­ახ­ლოვ­და, ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი უნდა გი­თხრაო. შენი ბი­ჭე­ბი და­ი­ღუპ­ნე­ნო და ორი­ვემ თავი ჩა­ხა­რა. რო­გორ, ოთხი­ვე მოკ­ვდა, არც ერთი აღარ არის-მეთ­ქი? რომ და­მი­დას­ტუ­რეს, მას შემ­დეგ არა­ფე­რი მახ­სოვს...

შემ­დეგ იყო მრა­ვა­ლი ცრემ­ლით, ტკი­ვი­ლით და მო­ლო­დი­ნით აღ­სავ­სე დღე და წელი. იმის მო­ლო­დი­ნით, რომ ოდეს­მე ჩემი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლე­ბის საფ­ლა­ვი მექ­ნე­ბო­და. ამ ნატ­ვრა­ში 20 წელი გა­ვა­ტა­რე. ახლა ჩემი ნუ­გე­ში მათი საფ­ლა­ვია და მათი შვი­ლე­ბი. ოთხი­ვეს ჰყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სფე­რო­ებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან და კარ­გი სამ­სა­ხუ­რე­ბი აქვთ. არ მაკ­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას და მზრუნ­ვე­ლო­ბას. ოთხი­ვეს დარ­ჩა შვი­ლი. მამა ფი­ზი­კუ­რად არც ერთს ახ­სოვს, მაგ­რამ ზე­პი­რად იცი­ან ის­ტო­რი­ე­ბი მათ შე­სა­ხებ და ძა­ლი­ან ამა­ყო­ბენ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მათი შვი­ლე­ბი წე­სი­ე­რი და შემ­დგა­რი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან", - ამ­ბობს ბელა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი და გვთხოვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გას­მით მისი ნა­ამ­ბო­ბი­დან ეს ნა­წი­ლი დავ­წე­როთ:

"ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლით ვცო­ხოვ­რობ, არა­ვის ვუ­სურ­ვებ, მტერსსაც კი, ჩემ ად­გილ­ზე ყოფ­ნას, მაგ­რამ მად­ლი­ე­რი ვარ უფ­ლის, რომ ისი­ნი გმი­რუ­ლად და­ი­ხოც­ნენ. ასე­ვე, მად­ლი­ე­რი ვარ იმის გამო, რომ უფალ­მა და­უშ­ვა და არ გავ­ბო­როტ­დი. ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ ვის­მენ სა­ში­ნელ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის, რო­გორ იმე­ტე­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთს, რო­გორ ხო­ცა­ვენ ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან კი­დევ უფრო ცუ­დად ვხდე­ბი. რა გა­ბო­რო­ტებთ ასე?! ისე­დაც რამ­დე­ნი ვართ დარ­ჩე­ნი­ლი... რა გაქვთ გა­სა­ყო­ფი... ნუთუ, არ შე­იძ­ლე­ბა გვიყ­ვარ­დეს და ვუფრ­თხილ­დე­ბო­დეთ ერ­თმა­ნეთს".

იხილეთ სრულად: Ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×