
სომხეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სომხეთს 100-ზე მეტი დაშავებული და 16 გარდაცვილი ჰყავს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
ცნობისათვის, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანა სამხედრო რეჟიმზე გადავიდა.
კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე საათში, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხაადა, თავის მხრივ ქვეყნის პრემიერმინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, გამოყნებეული იყოს ყველა ბერკეტი, რომ თურქეთი არ ჩაერიოს კონფლიქტში. ნიკოლ ფაშინიანის ამ განცხადებას კი, წინ ოფიციალური თურქეთის – აზერბაიჯანის მხარდამჭერი – განცხადება უძღვოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, “სტაბილურობისა და მშვიდობის ყველაზე დიდი წინაღობა კავკასიაში სომხეთის მტრული განწყობაა”.
თავის მხრივ აზერბაიჯანის ერთპალატიანი პარლამენტი – მილი მეჯლისი, ქვეყანაში საომარ მოქმედებებს ოფიციალურად იწყებს.