რეზონანსი
28.09.2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, საკლასო ოთახებში სწავლას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები განაგრძობენ, ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლეები შეძლებენ.

ამის მიუხედავად, მშობლებს შეეძლებათ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა.

„თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: edu.aris.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×