
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მშობლებს რეკომენდაციით მიმართა თუ როგორ უნდა გაარჩიონ კორონავირუსისა და სეზონური გრიპის სიმპტომები ერთმანეთისგან.
მისი თქმით, სეზონური გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ტემპერატურის მატებაა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მშობლებს ურჩევს, დააკვირდნენ ბავშვის ტემპერატურის მატებას, თუ ის თავს შეუძლოდ იგრძნობს, ბავშვი სახლში უნდა დარჩეს და უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომებს. რაც შეეხება სრულყოფილ გარჩევას, ეს ტესტირებით არის შესაძლებელი.
„ჩვენ მაქსიმალურ მობილიზებას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტესტირება ამბულატორიულ პირობებში მარტივად იყოს შესაძლებელი, რომ კორონავირუსი გამოირიცხოს და გრიპის მსუბუქი და მარტივი შემთხვევების ბინაზე მართვა მარტივად არის შესაძლებელი. ამდენად პირბადის გამოყენება, ხელის ჰიგიენა და ფიზიკური დისტანცირება ეს არის ის, რაც დაგვიცავს როგორც კორონავირუსისგან, ისე გრიპისგან. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს და თავადაც შეახსენონ ბავშვებს, რომ ამ წესებს მიმართონ”, – განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში თამარ გაბუნიამ.