რეზონანსი
28.09.2020

წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 79 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა, ილია დემეტრაშვილმა განაცხადა.

როგორც დემეტრაშვილი განმარტავს, მოხუცს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.

„გეგმური შემოწმების დროს, ერთ-ერთ ბენეფიციარს დაუდგინდა კორონავირუსი, ის შესაბამის დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, ჩვენთან კი, კარანტინია გამოცხადებული.

ამჟამად, ჩივილები, ტემპერატურა არ აქვს, გეგმურად რომ არ შემოწმებულიყო, ვერც დავეჭვდებოდით", - განაცხადა დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×