
დასავლეთის ქვეყნებს შორის, ჯერ კიდევ არ არსებობს კონსესუსი, შესაბამისად, უცნობია როგორ დაბალანსდება ბელარუსში მიმდინარე მოვლენები - ასე აფასებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ბელარუსში მიმდინარე ვითარებას. მისი თქმით, საპროტესტო აქციების მიუხედავად ლუკაშენკო არ გადადგება.
„ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ლუკაშენკო გადადგომას არ აპირებს. ის კარგად აცნობიერებს, რომ საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოები მის მხარეს არიან და მეტიც, არბევენ აქციის მონაწილეებს. ლუკაშენკოს უბრალოდ მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.
„ევროკავშირის ქვეყნებს შორის, არიან რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ქვეყნები, აქედან გამომდინარე, ვერ მოხდა შეთანხმება ბელარუსის მიმართაც. ქვეყნების ნაწილი ფიქრობს, რომ სანქციების შემოღებით, პირველ რიგში ბელარუსის მოსახლეობა დაზარალდება, ან უარესი, ანტიპათიური დამოკიდებულება გაუჩნდება დასავლეთს მიმართ.
„არსებობს იმის რისკიც, რომ პრო-რუსული იდეის განხორციელება მოხდეს მოსახლეობაში, მათ შორის, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ლუკაშენკოს აკრიტიკებს, რადგან რუსეთი მათ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ეხმარება, აწვდის ბუნებრივ აირს, ნედლეულს ბელარუსის ქარხნების ფუნქციონირებისათვის - ამიტომ არ არის გამორიცხული, ამ ფაქტებს ითვალისწინებდეს დასავლეთი. გარდა ამისა, ევროკავშირის ფარგლებში კონსესუსის მისაღწევად, 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო, ეს თანხმობა კი ჯერჯერობით ვერ შედგა.
ექსპერტი ასევე საუბრობს, ბელაურისა და რუსეთის შესაძლო გაერთიანების შესახებ და ამბობს, რომ გამორიცხავს ბელაურისა და რუსეთის გაერთიანებას.
„მე ვფიქრობ, ბელარუსი არ წავა რუსეთთან გაერთიანებაზე, მაგრამ ფაქტია რუსეთის წინაშეც მოუწევს მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა, თუმცა საეჭვოა, შეიქმნება, თუ არა სამოკავშირეო ხელშეკრულება - რომლის მიხედვითაც ბელაური რუსეთის შემადგენლობაში შევა. არა მგონია ლუკაშენკო ამას დათანხმდეს. 1998 წლის რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიქმნა, თუმცა არ შესრულდა პირობები, შესაბამისად, არამგონია რომ საქმე აქამდე მივა" - ამბობს ნიკა ჩიტაძე, „რეზონანსთან" საუბრისას.