რეზონანსი
28.09.2020

რუსეთი არასდროს ერევა საკუთარი მეზობლების, და საერთოდ სხვა ქვეყნების, საშინაო საქმეებში, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ „სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ", რომლებიც ეწინააღმდეგებიან სტაბილურობას და განვითარებას და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს.

„იცით, რომ ზოგადად, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოქმედი ხელისუფლების მცდელობას, დაასტაბილუროს სიტუაცია ", - აღნიშნა პუტინმა.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს ტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×