რეზონანსი
28.09.2020

გია სურამელაშვილს რთული პერიოდი უდგას. თაყვანისმცემლები მომღერალს თანაუგრძობდნენ და ამხნევებენ. საქმე ისაა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მომღერალს საყვარელი ადამიანი დააკარგინა.

"დიახ, საყვარელ ადამიანს დავშორდი. ჩვენს შორის განხეთქილება კორონავირუსის დროს 

დაიწყო და ურთიერთობა ნელ-ნელა შეილახა. ის  დრო, რასაც მე მითმობდა, არ მაკმაყოფილებდა და ამის გამო, ხშირად გვქონდა კონფლიქტი, ისე როგორც ყველა შეყვარებულს ადამიანს. შემდეგ იყო კიდევ გაუგებრობები, ასევე ამ პერიოდში ვსვამდი და აგრესიული ვხდებოდი ხოლმე, შეურაცხყოფას ვაყენებდი. არ ვამბობ, რომ მართალი ვარ, მაგრამ მანაც ჩაიხედოს გულში. 

ჩვენი პაემანის დრო იყო ძალიან მოკლე და ეს მაწუხებდა. მას სამსახური აქვს და პლუს ოჯახი, მაგრამ იმხელა სიყვარული გქონდა, მაინც ვახერხებდი შეხვედრას. მე მისი ცხოვრების სიყვარული ვარ, ხუთი წლის წინ გავიცანი და ადრეც დავშორებულვართ ერთმანეთს. დეკემბრის ათში კი ერთი წელი შესრულდებოდა, რაც ოფიციალურად გვქონდა მალული სიყვარული, დაფარული გრძნობით. რამდენიმე ადამიანმა იცოდა მხოლოდ და ბედნიერები ვიყავით. ხალხი მისამძიმრებს...

ზოგადად მე პრეტენზიული ვარ და ვთვლიდი, რომ ცოტა დროს მითმობდა, ამას ვიტანდი, მაგრამ ალკოჰოლის მიღებისას ფეთქებადი ვხვდებოდი და ვაღიარებ, რომ საშინელი შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ იქ სადაც სიყვარულია, პატიებაც უნდა იყოს...

ჩვენი სიყვარული ახლა რეანიმაციაშია, ხელოვნურ სუნთქვაზეა და გადარჩება თუ არა, არ ვიცი", - განუცხადა მომღელარლმა "რეიტინგს".

წყარო: რეიტინგი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×