რეზონანსი
28.09.2020

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი „გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნი" თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის რე­ა­ლურ მარ­შრუტს არ ასა­ხავს.

რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, „გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნის" ნა­ხა­ზით იმის მტკი­ცე­ბა სურთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­უ­ჩე­რებ­ლად პირ­და­პირ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და და იქ 18-დან 21 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით იმ­ყო­ფე­ბო­და. ეს კი, რა­მიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მწყემ­სე­ბი­სა და სხვა მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია.

„გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნის" დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი შედ­გე­ნი­ლია 13 აგ­ვის­ტოს, ხოლო კომ­პი­უ­ტე­რის ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნის შე­დე­გე­ბი იყო 5 აგ­ვის­ტოს, მე­ო­რე 16-ში; ამა­ვე დროს 8 აგ­ვის­ტოს იყო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ექ­სპერ­ტი­ზა და შემ­დეგ 18-ში იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი - ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. თუ გა­და­ვა­მოწ­მებთ „გუ­გლის თა­იმ­ლა­ინს", უწყვე­ტად ვერ იმოძ­რა­ვებ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი იმი­ტომ, რომ ფო­ნი­ჭა­ლი­დან 10-წუ­თი­ა­ნი შე­წყვე­ტა ჰქონ­და. ყვე­ლა ის ნა­ხა­ზი, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­როვ­და, არის არას­წო­რი და შე­იძ­ლე­ბა ყალ­ბიც, ეს არის ჩემი შე­ფა­სე­ბით.

ეს ნიშ­ნავს იმის მტკი­ცე­ბას, რომ იქ ავ­ტო­მო­ბილ­მა მხო­ლოდ წრე გა­ა­კე­თა და პირ­და­პირ მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ე.წ. თვით­მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

„გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნი" დიდი ეჭ­ვის მქო­ნეა. შე­ვა­მოწ­მეთ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი და ასე­ვე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი. ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან თან­დარ­თუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­მოწ­მდა, ხოლო კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას თან­დარ­თუ­ლი თა­იმ­ლა­ი­ნი არ ახ­ლავს.

შე­მიძ­ლია გა­მო­ვი­ტა­ნო დას­კვნა, რომ „გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნის" მი­ხედ­ვით, ვი­თომ უწყვე­ტად რომ გა­და­ად­გილ­დე­ბა, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გუ­გლის თა­იმ­ლა­ი­ნი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლურ მარ­შრუტს", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×