
ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერიოს ყარაბაღის კონფლიქტის მორიგების პროცესში. კონფლიქტის მოგვარების ცენტრი თბილისში უნდა გადმოვიტანოთ, - ამ ინიციატივის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საუბრობს.
„როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ როგორც ერთი, ისე მეორე ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, არ შეიძლება, იქ სერიოზული დაპირისპირებები, ჩვენ მეტ-ნაკლებად მაინც რომ არ შეგვეხოს. მით უმეტეს, ფაქტია, რომ რუსები და თურქები სხვადასხვა ინტერესებით არიან ამ ქვეყნებთან მიმართებაში განწყობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი აქტიური პოზიცია და უნდა შევეცადოთ, რომ ამ კონფლიქტის მორიგების ცენტრი თბილისში გადმოვიტანოთ.
აქ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, ერთ მაგიდასთან დავსვათ და რაც შეიძლება მალე ჩავაქროთ ეს კონფლიქტი. თუმც, ჩვენ ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან დიალოგი უჭირს, მარტო ჩაკეტვა და იზოლაცია შეუძლია და საინფორმაციო საშუალებების დახშობით იბრძვის და თუ ამ ტრადიციას თავს დაანებებს და მეტ-ნაკლებად მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია გარკვეულწილად რაღაც გავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე, ამ მიმართულებით კონსოლიდირებულად შევძლებთ გარკვეულწილად რაღაც ეფექტის მოხდენას", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი