რეზონანსი
29.09.2020

გუ­შინ სა­ღა­მოს რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მძღო­ლი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. თვითმხილ­ვე­ლის თქმით, გო­გო­ნა ძაღლს ასე­ირ­ნებ­და და გზა­ზე გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც მას მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა.

16 წლის ელე­ნე ბა­შა­რუ­ლი სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-მ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მუხ­ლით და­ი­წყო (274-ეს მე-6). რო­გორც ambebi.ge-მ გა­არ­კვია, მძღო­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

ambebi.ge ელე­ნეს ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა.

"ელე­ნე რუს­თა­ვის ენმ-ს წევ­რის მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. გო­გო­ნას დედ-მამა არ ჰყავს და მას მა­რი­ა­მი ზრდი­და (ელე­ნე დე­დამ და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე მი­ა­ტო­ვა, მა­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს). მათ შო­რის ასაკ­ში დიდი სხვა­ო­ბა არაა, მაგ­რამ მა­რი­ა­მი ელე­ნეს დე­დის მა­გივ­რო­ბას უწევ­და. თვი­თონ მა­რი­ამს დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და და ორი­ვე გო­გო­ნას მა­მი­ნაც­ვა­ლი ზრდი­და. ელე­ნე 22 ივ­ლისს 16 წლის გახ­და. რო­გორც ვი­ცით, გო­გო­ნა სა­ღა­მოს ქუ­ჩა­ში ძაღლს ასე­ირ­ნებ­და და რო­დე­საც გზა­ზე გა­და­დი­ო­და, მას დიდი სის­წრა­ფით მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, მძღო­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით, მი­ი­მა­ლა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე. და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით რომ ემოძ­რა­ვა, ად­გილ­ზე ვერ მოკ­ლავ­და ბავ­შვს".

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×