ია აბულაშვილი
29.09.2020

„სააკაშვილის განცხადება მთლიან ყარაბაღთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ვერ იმუშავებს, რადგან საქართველოს ამ კონფლიქტში მშვიდობის გარდა არანაირი დაინტერესება არ აქვს. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ სააკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, ეს განცხადება წინ დახვდება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მთიან ყარაბახთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის. ყარაბაღში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების დაწყების ფონზე გაკეთებულ ამ განცხადებას პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათი ლიდერის განცხადებაში ახალს ვერაფერს ხედვენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით საქართველოს პოზიცია ყოველთვის იყო ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელშეუხებლობა.

„სააკაშვილის განცხადება არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. როგორც წესი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ხმას აძლევენ სახელისუფლებო გუნდს. სააკაშვილმა ეს კარგად იცის და გათვალა ალბათ ვის გულს უფრო მოვიგებო, ანუ სურს აიღოს მეტი ხმა იმ ხალხის, ვინც აზერბაიჯანის მხარესაა. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება და ხშირად პოლიტიკოსები კარგად ვერ თვლიან შედეგს, რომ არჩევნების შემდეგ მათ პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევთ.

„პირადად მე სააკაშვილის განცხადებაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. იგი გარდამავალ სიტუაციაშია, უკრიანის მოქალაქეა და საქართველოში არანაირი შანსი არ აქვს გახდეს პრემიერ-მინისტრი.  ამიტომ მისი განცხადება, რომელშიც მან რადიკალური ტონი შეიტანა, საქართველოს წინააღმდეგ ვერ იმუშავებს, რადგან საქართველოს ამ კონფლიქტში მშვიდობის გარდა სხვა არანაირი დაინტერსება არ აქვს.  

„სააკაშვილის განცხადებები მუშაობს მხოლოდ მასზე და მის პარტიაზე. ღმერთამ დაგვიფაროს და თუ გახდა პრმიერ-მინისტრი, მისი განცხადება წინ დახვდება და კორექტირება მოუწევს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×