ქრისტინე კაპანაძე
29.09.2020

ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების" აქტივისტების, ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე, შესაძლებელია ხელოვნურად შეიქმნას ილუზია, რომ ამ დაპირსპირებამ ფართო მასშტაბები მიიღო, - ამის შესახებ, „რეზონანასთან" ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს.

ის ბოლო დღეებშიმომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და ფიქრობს, რომ რადიკალიზაციის ხარისხი საზოგადოებაში გაზრდილი არ არის.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით რადიკალიზაციის ხარისხი საზოგადოებაში გაიზარდა, უფრო მგონია, რომ ეს, ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული ჯგუფების დაპირისპირებაა. ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი, მისი ლოკალიზება და აღკვეთა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს და თუ ის დაინტერესებულია ფიზიკური დაპირისპირებების შეჩერებით, შესაბამის ზომებს მიიღებს და ეს არც ისე რთულია.

„მაგრამ არის მეორე მხარე - შეიძლება გარკვეულ პარტიებს, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სურდეთ რომ რადიკალიზაციის მომენტი გაიზაროს. თუმცა ეს უფრო ხელოვნური რადიკალიზაციაა და არაბუნებრივი, რადგან საზოგადოებაში არ არის განხეთქილება და მათი დაპირსპირების საფუძველს მე ვერ ვხედავ. ამ მხრივ საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, შეიძლება მოხდეს ხელოვნურად გარკვეული საკითხების პროვოცირება, თუმცა არსებული რეალობა სულ სხვანაირია", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

სამშაბათს მორიგი ინციდენტი მოხდა გლდანში, სადაც მოძრაობა „შეცვალეს" წევრები ერთ-ერთ სკვერში გამოფენილი „ქართული ოცნების" პარტიული დროშების ჩამოხსნას ცდილობდენ. მოხდა ფიზიკური დაპირსპირებაც.

მანამდე, 27 სექტემბერს სოფელ ნახიდურში, პარტია „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის, გოგა მეშველიანის განმარტებით, ოპოზიცია ფიზიკურად დაუპირისპირდა „ქართული ოცნების" აქტივისტებს და ამას საპასუხო კონფლიქტი მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით კი, „ქართული ოცნება" დაგეგმილად დაესხა თავს მათ აქტივისტებს და თავდამსხმელებს შორის თავად „ქართული ოცნების" დეპუტატის, გოგა მეშველიანის ძმაც იყო. ფაქტზე დაწყებულია გამოძება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×