ია აბულაშვილი
29.09.2020

„არანაირ სიას „ოცნება“ არ ასაიდუმლებს, სრული მანიფესტაციით ხდება ჩვენი კანდიდატების წარდგენა. არც ვადებს არ ვარღვევთ, ვიცავთ ცესკოს მოთხოვნას და 1 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს თავის პარტიულ სიას“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „ოცნება“ თავის პარტიულ სიას ასაიდუმლებს და ამ დრომდე სრული სია არ წარუდგენია.

კულუარული ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში „ოცნების“ გამსვლელ სიაში, დაახლოებით 70 კაცში, მოხვდებიან დღეს მოქმედი დეპუტატები. ახალ სიაში კი შეიძლება წამყვანი პოზიციები დაიკავონ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრმა ირინა ტალიაშვილმა.

„პარტიულ სიას ადგენს პოლიტსაბჭო და არანაირი გასაიდუმლოებული სია „ოცნებას“ არ აქვს. არც ვადებს არ ვარღვევთ, ვიცავთ ცესკოს მოთხოვნას და 1 ოქტომბერს „ოცნება“ თავის პარტიულ სიას წარადგენს. ყველაფერი სრული მანიფესტაციით მოხდა, არაფერი დაგვმალია, ყველა გამოვიყვანეთ. გინახავთ აქამდე საქართველოში ხელისუფლების ასეთი ღიაობა?

„რამდენადაც მე ვიცი, ახალ სიაში იქნებიან, როგორც გამოცდილი დეპუტტები, ასევე ახალი სახეები. ჩვენი სია დაადასტურებს იმასაც, რომ არ ვარღვეთ კვოტებს და ყოველი მეხუთე იქნება ქალი. ასე რომ, ჩვენ წინსაარჩევნო კამპინიას ხელს ვერ შეუშლის ვერც ცრუ ბრალდებები, ვერც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაცია, რომელსაც ბრწყინვალედ მართავს ხელისუფლება და ვერც ის პროვოკაციები, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ოპონენტების მხრიდან. 

„რა თქმა უნდა, პროვოკაციებს კვლავ ველით, მაგრამ ყველა ამ პროვოკაციას არგუმენტირებული პასუხი გაეცემა. ყოველგვარი აგიტაციისა და ზეწოლის გარეშე ქართული საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს, მთელმა მსოფლიომ დაინახა ვინ არის დესტრუქციული ძალა საქართველოში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×