ია აბულაშვილი
29.09.2020

„ჩვენ სიის წარდგენის პრეზენტაცია არ გვექნება. „ნაციონალური მოძრაობა" პროპორციულ სიას ცესკოში 30 სექტემებრს დილით ან 1 ოქტომბერს წარადგენს. სიის წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს 18 საათზე იწურება", - განაცხადა „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარტიულ სიასთან დაკავშირებით საუბრისას.

„რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა პარტიის საარჩევნო სიის პირველი ხუთეულის ვინაობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულმა წყარომ მოგვაწოდა:

პირველი ნომერი იქნება პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე;

მეორე ნომერი - პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია;

მესამე ნომერი - გენერალი დევი ჭანკოტაძე.

პარტიული სიის ხუთეულში ასევე არიან ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე.

მათ გარდა, „ნაციონალური მოძრაობის" ათეულში პოზიციებს დაიკავებს სალომე სამადაშვილი და თინათინ ბოკუჩავა.

პარტიაში ამ ინფორმაციის სიზუსტეს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

„პოლიტიკური პარტიები ან სიის პრეზენტაციას ახდენენ, ან პირდაპირ შეაქვთ ცესკოში. ჩვენ სიის პრეზენტაცია არ გვექნება და სიას პირდაპირ ცესკოში 30 სექტემბერს დილით, ან 1 ოქტომებრს შევიტანთ. სიის წარდგენის ვადა 1-ლ ოქტომბერს 18 საათზე იწურება. ვერ გეტყვით ვინ იქნებიან ამ სიაში, მაგრამ იქნებიან ახალი და ძველი სახეები, ეს იქნება გამოცდილი და ახალგაზრდების კრებული", - განაცხადა „რეზონანსთან" რომან გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×