
„ბატონ რეზოს თავისი აზრი გაუჩნდა და თქვა. რა თქმა უნდა, არ ვეთქნხმები. რომ ვეთანხმებოდე, ამ კომენტარს ხომ მეც გავაკეთებდი", - ასე აფასებს „რეზაონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრიი ნუკრი ქანთარია მისი თანაგუნდელისა და კოლეგის რევაზ არველაძის განცხადებას ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა მატების გამო კომენდანტი საათის შემოღების შესახებ.
„აუცილებელია კომენდანტის საათის შემოღება საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე, ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია ვირუსის გავრცელებისთვის. ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაუქმებულიყო", - განუცხადა „პრაიმტაიმს" არველაძემ.
ქანთარია ამბობს, რომ ეს მხოლოდ არველაძის აზრია, ხოლო თუ კომენდანტი საათის ისევ საჭირო გახდება, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იზრუნებს. თუმცა აქვე ამატებს, რომ ახლა ამის საჭიროება არაა.
„მან თქვა კიდეც, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებააო. მე რომ მქონდეს მსგავსი აზრი, გამოვიდოდი და ვიტყოდი. საკოორდინაციო საბჭოს ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურად და კონტროლის ქვეშ მიყავს. თუ საჭირო გახდება, ალბათ ამაზე თავადვე იზრუნებენ, მაგრამ ახლა როგორც ამბობენ, ამის საჭიროება არაა. შორიდან ვის რა ეგონება, ეს სხვა ამბავია.
„ბატონ რეზოს თავისი აზრი გაუჩნდა და თქვა. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. რომ ვეთანხმებოდე, ამ კომენტარს ხომ მეც გავაკეთებდი", - განაცხადა ქანთარიამ.