
საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ. აქედან გამომდინარე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი, ბუნებრივია აისახება საქართველოზე. ხოლო თუკი ეს კონფლიქტი დროში გაიწელა და მისი არეალი მნიშნელოვნად გაფართოვდა, ეს უკვე 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც მოახდენს გავლენას - ამის შესახებ „რეზონანსთან" ქართველი ანალიტიკოსების საუბრობენ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
მათივე თქმით, ეს გავლენა შეიძლება სხვადასხვა სახით გამოვლინდეს. მაგალითად, ქვემო ქართლის აზერბაიჯანული და ჯავახეთის სომხური მოსახლეობა მთლიანად ამ ომზე იქნება კონცენტრირებული და ჩამოსცილდება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს. გარდა ამისა, შესაძლოა საქართველოს მოქალაქე სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა შესაძლოა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია, რათა მოხალისის სტატუსით თავადაც ჩაერთონ საბრძლოლო მოქმედებებში და შესაბამისად, ისინი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
ანალიტიკოსი ჩიტაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ მოხდება დაპირისპირება სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის. მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი გზა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე გადის და ამ მხრივ შესაძლოა საჭირო იყოს გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება.
„შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების ყურადღება ნაწილობრივ გადატანილი იქნება ყარაბაღის კონფლიქტზე. შესაძლებელია ახალგაზრდებში გამოჩნდეს ბევრი მსურველი, რომელიც იბრძოლებს სომხეთის ან აზერბაიჯანის მხარეს. ამან წინასაარჩევნოდ შესაძლებელია გარკვეული პრობლემები შეიქმნას.
„როგორც ქვემო ქართლში, ასევე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოქალაქებიისთვის მნიშვნელოვანი იქნება ფრონტის ხაზიდან ინფორმაციის მიღება და წინასაარჩევნო პროცესს შესაძლოა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩამოსცილდეს.
„სომეხი და აზერბაჯენელი მოქალაქეების რაოდენობა საქათველოში დაახლოებით მოსახლეობის 10% შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს სოლიდური რაოდენობაა, რომელთა ნაწილის ყურადღება კონცენტრირებული იქნება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე.
„შესაძლებელია ჯავახეთის რეგიონიდან მოსახლეობის ნაწილი გაემგზავროს კონფლიქტურ რეგიონში ფრონტის ხაზზე, რდაგან სომხეთმა გამოაცხადა საყოველთაო მობილიზება. შესაბამისად, მონაწილეობას არჩევნებში ვერ მიიღებენ.
„საქართველოს როგორც სომეხ, ასევე აზერბაიჯანელ მოქალაქეებს თავიანთი მოთხოვნები ექნებათ საქართველოს ხელისუფლებასთან - საქართველომ აზერბაიჯანის ან სომხეთის მხარე დაიკავოს.
„იმედია, არ მოხდება გარკვეული შეტაკება საქართველოში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის. სადახლოს მხრიდან სომხეთ-საქართველოს საზღვარზე შემოდის სომხეთის ბევრი მოქალაქე და მათ უნდა გაირონ ქვემო ქართლის ტერიტორია. აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება.
„არჩევნები ჩატარდება, მაგრამ შესაძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უფრო მიპყრობილი იქნას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმართ, ვიდრე საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე", - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი მასშტაბი თუ არ გაიზარდა, ეს ყველაფერი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩეევნებზე არ აისახება.
„რაც ახლაა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ამავე მასშტაბის თუ იქნება, არანაირად არ აისახება არჩევნებზე. მაგრამ თუ გაიზარდა კონფლიქტის არეალი და საქართველოს ტერიტორიას მეტ-ნაკლებად შეეხო, მაშინ, რა თქმა უნდა, აისახება. კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება", - განაცადა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძის აზრითით, საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შუამავლობა უნდა შესთავაზოს და ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს.
„ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს. საქართველომ ორივე მხარეს შუამავლობა უნდა შესთავაზოს. უნდა განაცხადოს, რომ როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი საქართველოს კეთილ მეზობელ სახელმწიფოს წარმოადგენს. ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტი საქართველოსთვის მტკივნეულია.
„არანაირი საუბარი არ უნდა იყოს ყარაბაღის სტატუსტთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვემხრობით აზერბაიჯანის ტერიტორიების მთლიანობას, რადგან შესაძლებელია ამას ჯავახეთში უკმაყოფილება მოჰყვეს. ამიტომ ნეიტრალური პოზიციის დაკავება აუცილბელი და საჭირო იქნება", - განაცხადა ჩიტაძემ.
საყვარელიძის განცხადებით, საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა „არ უნდა გაწირონ" ქვეყანა.
„საქართველომ ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისში მოახერხა შეენარჩუნებინა სიმშვიდე საქართველოს ტერიტორიზე და მკვეთრად შეკვეცა ნებისმიერი დაპირისპირება სომხურ-აზერბაიჯანულ დიასპორებს შორის. არ შეიძლება საქართველოში მცხოვრებმა აზებაიჯანელებმა და სომხებმა გაწირონ საქართველო, რომელიც ამ კონფლიქტთან არაფერ შუაშია.
„საქართველოს ჰყავს როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მოსახლეობა და რომელიმე მხარის სასარგებლოდ ნაბიჯის გადადგმა ამ მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს", - განაცხადა საყვარელიძემ.