რეზონანსი
01.10.2020

ქართველი „კანონიერი ქურდი" კახა ფარფალია მოსკოვში დაკრძალეს. გარდაცვლილის სამძიმარი მოსკოვში, ერთ-ერთი ტაძრის შენობაში მიმდინარეობდა, პანაშვიდს ოჯახის წევრებთან ერთად გავლენიანი კრიმინალური „ავტორიტეტებიც" იღებდნენ.

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს კახა ფარფალიას კუბოს თავთან მდგარი ე.წ. კანონიერი ქურდი ბადრი კოღუაშვილი.

ცნობისთვის, კახა ფარფალია ომსკის ციხეში 24 სექტემბერს გარდაიცვალა. ცნობილია, რომ „კანონიერი ქურდი" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცემის დროს დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×