
„ოცნებაში" არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საარჩევნო სიაში შეჰყავს. ამას წინ უძღვოდა ცნობები ცერცვაძის გადადგომაზე. თუმცა ოფიციალურად არც ამ ინფორმაციას ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრობს, რომ ერთი მხრივ ცერცვაძის პოპულარულობა და მეორე მხრივ მის მიერ მმართველი გუნდის გაცხადებული მხარდაჭერა საკმარისი წინაპირობაა, რათა ის საარჩევნო სიაში ვიხილოთ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცერცვაძის სავარაუდო გადადგომას ჯანდაცვის სამინისტროსთან მის კონფლიქტს უკავშირებენ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანასთან" საუბრისას ამბობს, რომ თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფრომაციას არ ფლობს. „მე თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ არაფერი არ ვიცი, არანაირ ინფორმაციას ვფლობ - ეს ამბავი მეც ჟურნალისტებისგან გავიგე,"- ამბობს ენდელაძე.
კითხვაზე, თუ რატომ აქვს თენგიზ ცერცვაძეს ტელეფონი გამორთული და აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს, ენდელაძე ამბობს, რომ ჩვეულებრივ დილის საათებში ცერცვაძეს ტელეფონი გათიშული აქვს.
„თენგიზ ცერცვაძეს ტელეფონი ხშირად აქვს გამორთული, განსაკუთრებით დღის ამ მონაკვეთში, დაურეკეთ შუა დღის საათებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ინფორმაცია ცერცვაძის გადადგომის თაობაზე გავიგე ჟურნალისტებისგან და შემდეგ ვნახე განცხადება ფეისბუქზე, რეალურად ჩემთვის უცნობია რა მოხდა, არაფერი არ გამიგია," -ამბობს მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
„ოცნების" დეპუტატის რევაზ არველაძის თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ფიქრობს, რომ თუ კი ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა, მას კონკრეტული მიზეზი აუცილებლად ექნებოდა.
„მე არ გამიგია ეს ინფორმაცია. თენგიზ ცერცვაძეს რომ დაეტოვებინა თავისი თანამდებობა, მას აუცილებლად ექნებოდა მიზეზი, შეიძლება დატოვა კიდეც - მე არ ვარ საქმის კურსში," -ამბობს არველაძე.
პოლოტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანასთან" საუბრისას, ამბობს, რომ მმართველი ძალის მხირდან შეთავაზების შემთხვევაში, ცერცვაძე შესაძლოა ვიხილოთ პარლამენტში.
„თუკი ცერცვაძემ „ქართული ოცნებიდან" მიიღო შეთავაზება, დიდი ალბათობით დათანხმდება. მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ცერცვაძემ დატოვოს თავისი პოსტი და გახდეს პარლამენტარი", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანასთან" საუბრისას.
ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ არ ადასტურებენ. ასევე უცნობია, იყო თუ არა წინაპირობა ის დაპირისპირება, რომელიც აგვისტოში თენგიზ ცერცვაძესა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა.
აგვისტორიში ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, მათ მიმართ ცრუ ბრალდებებს ავრცელებდა და სასამართლოში უჩივლა იმ მიზეზით, რომ ინფექციურ საავადმყოფოს არ ჰქონდა შესაბამისი სავენტილაციო სისტემა.
თავად ცერცვაძემ სამინიტროს ამ გადაწყვეტილებას კურიოზული უწოდა და განაცხადა, რომ მან თავად მიმართა სამინისტროს სავენტილაციო სისტემის განახლების თაობაზე და სამინისტომ, იმ ხარვეზების გამო უჩივლა, რომლის გამოსწრორებასაც თავად სთხოვდა.
თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით ინფრომაცია არ დასტურდება. აღნიშნული ფაქტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო და თქვა, რომ თენგიზ ცერცვაძე უახლოეს დღეებში, მარინა ენდელაძის მსგავსად ბათუმში ჩასვლას აპირებს, რათა ვირუსთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნოს.
„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ბათუმში ვიმყოფები და ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის, ეს ინფორმაცია გაჟღერდა დღეს. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა გახლდათ ჩამოსული," - ამბობს გაბუნია.
1 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ინფექციური საავამდმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის გადადგომის თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეესაბამება თუ არა სიმართლეს აღნიშული ინფრომაცია.