რეზონანსი
02.10.2020

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ცოლს, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა.  დონალდ ტრამპის თქმით, მეუღლესთან ერთად კარანტინში გადადის. 

პრეზიდენტი და მისი ცოლი კარანტინში გადასვლას ტესტის პასუხის მიღებამდეც გეგმავდნენ, რადგან როგორც მან ასევე "ტვიტერზე" დაწერა, ინფექცია მის თანაშემწეს, ჰოუპ ჰიქსს დაუდასტურდა. 

"მე და პირველი ლედი ჩვენი ტესტების პასუხებს ველით, თუმცა მანამდე კარანტინში გადავდივართ," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

ჰიქსი აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ჩნებოდა, მათ შორის - სამშაბათს კლივლენდში, ჯო ბაიდენთან გამართულ დებატებზე. მათთან ერთად იყვნენ პრეზიდენტის უახლოესი თანაშემწეები და ჯარედ კუშნერიც, რომელიც დონალდ ტრამპის სიძეა. არც ერთ მათგანს ნიღაბი არ ეკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×