რეზონანსი
02.10.2020

კრიმინალი, პუტჩისტი რურუას გაღმერთების ფუჭი მცდელობის დროს, მავანთ ვუთხარი, ბარემ კიტოვანიც მოიყვანეთ, - მეთქი. ნუ, მთლად თენგიზა ვერა, მაგრამ, მშვიდობიანი მიტინგების დამრბევი, პუტჩისტი ბუბა ჩასვეს პირველ ნომრად. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, დანარჩენი კი ვნახოთ,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×