რეზონანსი
02.10.2020

საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ამის თქმის საფუძველს განხორციელებული რეფორმები და ამბიციური სამოქმედო გეგმა იძლევა.

„საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს. ეს არის ძალიან ხმამაღალი და ამბიციური განცხადება. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ შესრულების ანგარიში, ამბიციური გეგმა და რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ და მაღალი შეფასებები დაიმსახურა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ. დარჩენილი რეფორმების განხორციელება იქნება ის მთავარი სამუშაო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ და მზად ვიყოთ, განაცხადი შევიტანოთ. ეს გეგმა არის საკმაოდ რეალური. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლიდან სამოქმედო გეგმა იყოს ამბიციური და დატვირთული იმ რეფორმებით, რომლის დასრულებასაც ევროკავშირი აუცილებლად მიიჩნევს. გარკვეულ საკითხებზე მათი მოლოდინია, რომ რეფორმები დაიხვეწოს და კიდევ უფრო განვითარდეს", - თქვა კუჭავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×