რეზონანსი
02.10.2020

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო მყარი ჯანდაცვის სისტემის შეფასების კრიტერიუმებს ასახელებს და აცხადებს, რომ მისი მმართველობის დროს ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო ამბობს, რომ 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მშპ-ს 1%-ზე ნაკლებს ხარჯავდა ჯანდაცვაზე.

„შედარებისთვის, ეს მონაცემები ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მონაცემების მსგავსია. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის სამჯერ და დღეის მდგომარეობით, 2.9%-ს შეადგენს" - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×