რეზონანსი
02.10.2020

პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა ეს არის ცნობილი - „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება". "ნაციონალური მოძრაობა" არ ცვლის თავის დევიზს - იარონ იმ სვლით, როგორც მიდიოდნენ 9 წელი , - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებას.

მისი თქმით, სწორედ ამას გამოხატავს სიმბოლურად ის ფაქტი, რომ ცნობილი სიმღერის შემსრულებელი სიაში ჰყავთ ჩასმული.

„შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა ჯგუფთან გვაქვს ჩვენ საქმე, რამდენად არაფრის მომცემი უშინაარსო, უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავენ ისინი. რაც მთავარია, ძალადობა პროვოკაციები არის მათი მთავარი დღის წესრიგი. ეს სიის პირველი ნომერი გამოხატავს ზუსტად იმას, როგორც მართეს მათ ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, სურთ იგივე ხელწერით შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუვათ, თუმცა, ამას "ქართულმა ოცნებამ" ერთხელ 2012-ში და ამის შემდგომ არაერთგზის დაუსვა წერტილი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×