რეზონანსი
02.10.2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში გუშინ მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არასრულწლოვანი ტრაქტორის მისაბმელზე თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს.

"დეტალები არ ვიცი, მაგრამ როგორც სხვა მეზობლებიდან გავიგე, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაუნახავთ ველოსიპედით. ერთ-ერთი თანასოფლელისთვის წყალი უთხოვია, დამალევინეო.

მერე რა მოხდა არ ვიცი. სხვადასხვა ვერსიებია. ისიც თქვეს თავი მოიკლაო, არის მეორე ვერსია, თამაშობდა ტრაქტორის მისაბელზე, თოკებში გაიხლართა და თავი ვეღარ დაიხსნაო. არ ვიცი. სხვა ბავშვებს უპოვიათ როგორც მითხრეს", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

სრულად იხილეთ; პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×