რეზონანსი
02.10.2020

მსახიობმა გიორგი გურგულიამ, რომელიც ცოლმა რამდენიმე ხნის წინ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, ამბობს, რომ ციხეები ცოლების საჩივრების საფუძველზე უსამართლოდ დაკავებული პატიმრებითაა გავსებული. მსახიობი ამბობს, რომ ქალი, მასაც დასხმია თავს, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავს:

"ციხეები გადავსებულია მამაკაცებით, რომლებიც ოჯახური კონფლიქტების გამო სხედან. ყველგან ყველას იცავენ: ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს, ტყეებს და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ, არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მამაკაცების უფლებებს დაიცავს. ის, რაც ევროპიდან გადმოიღეს – მაშინვე პოლიციაში დარეკეთ ოჯახური კონფლიქტის დროსო. დიდი შანსია, რომ ასე ბევრი ქართული ოჯახი დაინგრეს. იქ მითითებაა, რომ პირდაპირ მამაკაცი გაამტყუნონ. მართალიც რომ იყოს, ასე მოიქეცითო. თითქოს ევროპის წინაშე გეგმა აქვთ შესასრულებელი. არ არსებობს ოჯახი, რომელშიც კონფლიქტი არ ხდება. ყველას ციხეში გამოკეტვა, მგონი, არასწორია. ხშირად აქეთ დამსხმია ქალი თავს და მომიგერიებია. დანითაც კი დამმუქრებია გამწარებული, მაგრამ ხომ არ წავალ და ვუჩივლებ. 

ალბათ, ადამიანი მანიაკი უნდა იყოს, რომ შვილსა თუ ცოლზე სისტემატურად ძალადობდეს. პატარა შეხლა-შემოხლაზე ადგე და ადამიანები ციხეში გამოკეტო, არასწორი მგონია. სტატისტიკურად, კანონის გამკაცრების შემდეგ მკვლელობების რაოდენობამ მოიმატა. ადამიანს რომ ეუბნები, პოლიციაში დავრეკავო, ეს ქართველისთვის სხვა რამეს ნიშნავს, მეტ აგრესიას იწვევს, მორალურად მიუღებელია კაცისთვის ცოლი, რომელიც პოლიციაში რეკავს. იქ უკვე ყველაფერი ინგრევა", - განუცხადა ჟურნალ "თბილისელებს" მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×