რეზონანსი
03.10.2020

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. 82 წლის არტისტის კანდიდატურას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თავად მომღერალს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც მისი საკონცერტო ადმინისტრატორი, რატი აბზიანიძე ამბობს, ბატონი ბუბა, რამდენიმე დღეში გააკეთებს კომენტარს:

"დარწმუნებული ვარ, ბატონი ბუბა, ოპონენტი იქნება ის, თუ ვინც არ უნდა იყოს, სალანძღავი ენით არ დაელაპარაკება. ეს გამორიცხულია. ოპონენტებმა რაც არ უნდა თქვან მასზე, იმავე ენით არ უპასუხებს. დაველოდოთ მოვლენებს.

ყველგან ძალიან დიდი სიყვარულით ხვდებიან. ვფიქრობ, ასეთივე სიყვარულით ისარგებლებს ამ ნაბიჯის შემდეგაც. ბუბას მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ გვაქვს. 82 წლისაა და პოლიტიკაში ძალიან აქტიური არ იქნება. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. საქართველოში პოლიტიკა რამხელა ზიზღთან არის დაკავშირებული, კი იცით, ამიტომ მეშინია".

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×