რეზონანსი
03.10.2020

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ტელეწამყვან დავით სოკოლოვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

"ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი და ყველა დროის ტელევარსკვლავი დავით სოკოლოვი მოკლე დროის განმავლობაში მწვავე ინფარქტით მეორედ მოხვდა საავადმყოფოში.

აქამდე ოჯახს არავინ შეუწუხებია ამ პრობლემით, მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა და მინდა ვთხოვო დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ ვინც იცის რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს, რა დახმარება ეკუთვნის 83 წლის ადამიანს პენსიის და საყოველთაოს გარდა რომ საავადმყოფოს და მკურნალობის ხარჯები დაფაროს.

გთხოვთ ცუდად არ მიიღოთ ეს თხოვნა. არც თანხის შეგროვების თხოვნაა ეს და არც ვინმეს ზედმეტად შეწუხების დათო არ დაუშვებს ამას რომ გამიგოს.

სახელმწიფოს რა დახმარება შეუძლია - ეს მაინტერესებს.

თვითონ წევს რკინიგზის საავადმყოფოში. გონზეა, სიცოცხლით სავსეა როგორც ყოველთვის და გადარჩენაც სრულიად რეალურია.

დამეხმარეთ, გთხოვთ“,- წერს რაზმაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×