თამთა ჩაჩანიძე
03.10.2020

სოჭის საქალაქო სასამართლომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბა ათი დღით დააპატიმრა. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ „სპუტნიკთან" ისაუბრა.

როგორც შამბა აცხადებს, ე.წ. სასამართლომ ავიძბას ე.წ. დიპლომატიური სტატუსი არ გაითვალისწინა, მისივე თქმით, აფხაზური მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებდა და იმედოვნებდა, რომ ე.წ. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ავიძბას დაპატიმრების მიზეზი 7 აგვისტოს ფსოუზე მომხდარი ინციდენტია. რუსი მესაზღვრეები მას აფხაზეთში არ უშვებდნენ იმის გამო, რომ მას რუსეთში გადაუხდელი ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა. უკმაყოფილო ავიძბამ საკუთარი მანქანით შეამტვრია საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჭიშკარი.

ავიძბა ორიოდე დღის წინ საკითარ ნებით ჩავიდა სოჭში სასამართლოზე დასასწრებად. პარასკევს კი ის პირდაპირ სასამართლოზე დააპატიმრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×