
ხელვაჩაურში, დამეწყრილის სოფლის მკვიდრები ამბობენ, რომ მეწყერსაშიში კერები კიდევ არსებობს, ისინი გეოლოგებისა და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ, რათა ანალოგიური ტრაგედია არ განმეორდეს.
ადგილობრივები, მაშველებთან ერთად მეწყერში მოყოლილი 14 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვნენ.
საფრთხის შემცველი სამუშაოების გამო, მუდმივად იმყოფებიან მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ.
„ერთი წუთით არ გაჩერებულან მაშველები, ერთი წუთით მოსვენება არ ჰქონიათ. მთელი ღამე, თავდაუზოგავად ეძებდნენ ბავშვს. მთელმა სოფელმა აქ გავათენეთ ღამე და ამას საკუთარი თვალებით ვხედავდით. ყოჩაღ, მათ გამძლეობას.
ჩვენ კი ვეხმარებით, მაგრამ საფრთხის შემცველია აქ მუშაობა და ასეთ ადგილებში ჩვენ არ გვიშვებენ, რომ საფრთხე აგვარიდონ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივმა მოსახლეობამ.
ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, სამუშაოებს აფერხებს რთული რელიეფური მდებარეობა და მეწყერსაშიში ზონები.
წყარო: აიპრესი