რეზონანსი
03.10.2020

ზუგდიდში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ერთი კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია. ის ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა.

სკოლის დირექტორის, ნინო გოგინავას ინფორმაციით, არასრულწლოვანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა მშობელმა ის მაინც მიიყვანა სკოლაში, ისე რომ, ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია არ გააფრთხილა.

„პირველ ოქტომბერს, მშობელმა მოიყვანა ბავშვი, თუმცა არასრულწლოვანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონია, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, არც მშობელმა გაგვაფრთხილა. ბავშვს არ ჰქონდა სიცხე და არც ვირუსის სხვა გამოვლინება. შემდგომ მშობელმა თავად დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა", - განაცხადა imedinews-თან საუბრისა ნინო გოგინავამ.

მისივე ცნობით, დისტანციისა და რეგულაციების დაცვით სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლა ელოდება ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×