
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1 ოქტომბერს, გვიან ღამით, უხვმა ნალექმა, მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის შედეგადაც ჩამოწოლილმა მიწამ სახლი და ავტომობილი მოიყოლა.
როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილები არიან, ლევან თედორაძე, მისი მეუღლე მაია ბერიძე და მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, თედორაძეების ოჯახს კიდევ ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც სტიქიას იმის გამო გადაურჩა, რომ ხულოში, ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.
"საშინელება ხდება. მთელი ოჯახი განადგურდა. თედორაძეების ოჯახიდან მხოლოდ გოგონა გადარჩა, რადგან სტუმრად იყო წასული ხულოში ნათესავთან" - ამბობენ ambebi.ge-სთან საუბარში ადგილობრივები.
ასევე გარდაცვლილია ბექა ბოლქვაძე, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა.
წყარო: ambebi.ge