მარიკა ხორავა
03.10.2020

აზერბაიჯანული ინტერნეტ-რესურესების ცნობით, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება და უახლოეს დღეებში დაიწყება მეორე, გადამწყვეტი ეტაპი, რომელიც რეგიონზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად დამყარებას ითვალისწინებს. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების პირველ კვირაში აზერბაიჯანმა გარკვეულ უპირატესობას მიაღწია.

აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებში იყენებს მისი შეიარაღებული ძალების მხოლოდ მცირე ნაწილს - ძირითადად არტილერიასა და საბრძოლო დრონებს. აზერბაიჯანული სარდლობის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე მოწინააღმდეგეს საცეცხლე წერტილების მაქსიმალური რაოდენობის განადგურებაა - საარტილერიო და ნაღმმტყოცნების დანაყოფების, სამეთაურო პუნქტების და ა.შ.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლის ამ ეტაპს მნიშვნელოვანი დრო დასჭირდა, რადგანაც სომხურმა მხარე ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაამაგრა მხარეთა დაშორიშორების ხაზი და ააგო სხვადასხვა ტიპის საფორტიპიკაციო ნაგებობები. ამ ეტაპზე სწორედ ამ ინფრასტრუქტურის განადგურება ხდება, რის შემდეგაც დაგეგმილია ბრძოლის მეორე ტეაპი - მასშტაბური იერიში ყარაბაღზე ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი რაოდენობის გამოყენებით.

„საბრძოლო მოქმედებების გეგმა ცოტა უცნაურად გამოიყურება დაწყებული 27 სექტემბრიდან. ერთი კვირის განმავლობაში ყველა მოელოდა, რომ აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებით უფრო მეტ უპირატესობას მიაღწევდა, თუმცა, ასე არ მოხდა", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის არმიის კოქმედებებს დაეკარგა მოულოდნელობის ეფექტი და აქედან გამომდინარე, ომის შედეგების პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია.

„ჰაერში აზერბაიჯანის უპირატესობა ჩანს. დაველოდოთ მოვლენებს რა მოხდება. საბრძოლო გეგმის დაწყების დროს არ ვიცი ზერბაიჯანს დასახული რა ჰქონდა, მაგრამ ერთი კვირის თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მან დიდ უპირატესობას მიაღწია, თუნდაც ტერიტორიების დაბრუნების სახით.

„1994 წლის შემდეგ სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შექმნა თავდაცვის სერიოზული ზღუდეები. იქ არის მთაგორიანი რელიეფი და შექმნილი თვადაცვის ზღუდეების გადალახვა დიდ ძალებს მოითხოვს. ერთია როცა ეს გაშლილ ველზე ხდება და მეორეა მთაგორიან რელიეფზე. ამიტომაც, რომ გითხრათ დიდ წარმატებას მიაღწია აზერბაიჯანის არმიამ, ჯერ-ჯერობით ეს არ ჩანს. რა მოხდება ხვალ, ზეგ ძნელი სათქმელია.

„როგორც თვითონ ეძახიან, პირველ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას, აქ ქვეითი ჯარის შეტევები ნაკლებად იყო. უფრო დისტანციური ბრძოლა იყო - საარტილერიო, სარაკეტო ცეცხლის და პლიუს უპილოტო დრონების გამოყენებით. თუ შემდეგ ეტაპზე მოხდება ქვეითი ჯარის გამოყენება - სხვაა, მაგრამ, რაც მთავარია, დაკარგულია მოულოდნელობის ეფექტი", - განაცხადა ალადაშვილმა.

მისივე თქმით, ბრძოლის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოულოდნელობის ეფექტს აქვს.

„27 სექტემბერს აზერბაიჯანის არმიას ჰქონდა მოულოდნელობების მეტი ეფექტი. ამას ბრძოლის დროს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს მოულოდნელობის ეფექტი არ აქვს და ბევრად რთული იქნება ამ ამოცანის გადაწყვეტა.

„ჩემი აზრით, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ აზერბაიჯანის არმიას ეცადა მთიანი ყარაბაღის დანარჩენი სომხეთიდან მოწყვეტა. ეს ოპერაცია შეეიძლება ბევრად გაადვილებოდა. ამის გაკეთება ურთულესია და ერთი კვირის განმავლობაში ვერ განხორციელდა. მომავალშიც ცოტა საეჭვოა მოახერხონ. თუმცა, მეორე ნიუანსია - რაც მეტად გაგრძელდება საბრძოლო მოქმედებები, შეიძლება აზერბაიჯანს მეტი უპირატესობა მიეცეს", - განაცხადა ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×