რეზონანსი
03.10.2020

თემქაზე აღმოჩენილი ორი ადამიანის ცხედარი შუახნის ცოლ-ქმარს ეკუთვნის, რომელთა გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა. როგორც "კურიერს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უთხრეს, სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი ორი დღის განმავლობაში იდგა. მათივე ცნობით, ორი დღის შემდეგ "ყაზტრანსგაზს" მიმართეს და გარდაცვლილი ცოლ-ქმარის ცხედარი სწორედ მათ აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლის თქმით, ამ ბინაში გამოძახება რამდენიმე თვის წინათაც იყო, თუმცა მაშინ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×