რეზონანსი
03.10.2020

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ორი ადამიანის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი რ.მ დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა რ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო, - ნათქვამია განცხადებაში 

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×